Tuesday, December 24, 2013

–__– ახალი წლის განწყობავ! სად ხარ?

ყველა ველოდებით ახალ წელს, მაგრამ განწყობის გარეშე. ახალი წლის მოსვლას პატარა ბავშვების გარდა, დიდად არავინ ნატრობს ბათუმში. ვხვდები, რომ ბათუმში ახალი წლის შეხვედრის უნარი არ გვაქვს. აქ მზეა, როცა უცხოეთში უკვე ქუჩები საახალწლო დეკორაციებითაა მორთული. მოდით, ამინდს ნუ გავუნაწყენდებით... ალბათ, ბათუმში საახალწლო ტრადიციები საუკუნის შემდეგ გადმოვა უცხოეთიდან. ალბათ, საუკუნის მერე თუ წავა ის ტრადიცია, რომლის მიხედვითაც დიასახლისს უნდა ჩაუშხამდეს ახალი წელი იმიტომ, რომ ქალმა უნდა ათუხთუხოს ქვაბებში ტრადიციული კერძები. გარეთ რომ გახვალ უნდა იგრძნობოდეს, რომ ახალი წელი მოდის... აქ კი გარეთ თუ გახვალ ცარიელი და ჩაბნელებული ქუჩები დაგხვდებათ, როცა უცხოეთში ქუჩის მუსიკოსები საახალწლო სიმღერებს მღერიან და ქუჩაში ცხელ შოკოლადს ყიდიან. :/ ალბათ, მარტო მე არ ვარ ასე, იმედია...

Monday, December 16, 2013

critics...

 
-              ar SegeSindes! Tqvi simarTle!
-              es dakiTxvaa?
-              diax, yvela Seni sityva SeiZleba gamoyenebul iqnas Sens winaaRmdeg.
-              rogorc vici dakiTxvaze TqvenobiT saubroben
-              gamodis rom es dakiTxva sulac araa
-              rac ar unda iyos mainc ginda, rom vTqva simarTle da araferi simarTlis garda
-              kargad mimxvdarxar
-              hah! xalxs xo mar uyvars simarTle maTi TqmiT, es ubralod kritikaa, magram es realobaa,romelsac yvela gaurbis xoda minda giTxraT, rom Tqvennairi ar var! Tqven xom MmSiSara adamianebi xarT, romlebic yvelaferze Tvals xuWaven ara! me ar var Tqvennairi da arc arasdros viqnebi! gaskdiT gulze! ras ucdiT! damakaveT! me xom kritikosi var!
-              hmmm ras apireb?
-              farad avxado? ara! sabans avxdi am tvingamoWmul xalxs. maT, xom sabnis qveS sZinavT SevafurTxo? ara! wyals gadavasxam am mZinare mzeTunaxavebs. iqneb gamoiRviZon sila gavawna? ara! umjobesia sila Sevayaro am grZnobagamoclil xalxs, iqneb igrZnon tkivili zurgSi dana Cavscxo? ara! kombals Cavscxob, egeb zRaprebi da bedniereba gaixsenon davemuqro maT? ara! sjobs rame Sevcvalo
-              revolucia?
-              ara sjobs vwero
-              isev kritika?
-              xo sxva raRa damrCenia
-              xom ici, amdeni aRar SeiZleba
-              maSin damakaveT, me xom kritikosi var!

Sunday, December 1, 2013

ჩემგან საჩუქრად,1 დღის შემდეგ (სჯობს გვიან ვიდრე არასდროს)


თავი მტკივა, თავი, რომელიც არ მაქვს... გული მტკივა, გული, რომელიც არ მაქვს... მარტო მათ სტკივათ, მარტო მათ სწყინთ... ხალხი, რომელსაც გადაყვები და საჩუქრად მიიღებ ტკივილს… მათ ერქვათ მეგობრები… მეც ასეთი მეგობარი გავხვდები ყველასთვის… სთხოვე ღმერთს ბედნიერება, ის კი შეგისრულებს ყველაფერს… ეჰ! ღმერთს მხოლოდ მეგობარს ვთხოვ… მეგობარი მჭირდება, ვინც გამიგებს, ვინც ჩემი ერთგული იქნება, ვისაც ვეყვარები… არადა, მეგონა, რომ სიყვარული უფასო იყო და ყველას ერგებოდა… შევცდი… ისიც შეცდა, რომ მე დამკარგა… თან სამუდამოდ… მიხარია, რომ თავი წარმომიჩინა… ყურადღებას ყურადღებითვე ვუპასუხებ, აუცილებლად! დაელოდე, დაელოდე და ყველაფერს რასაც მე მაგრძნობინებ შენც იგრძნობ… დამიჯერე!

Friday, November 1, 2013

გამოგონილი ნოველა

გამარჯობა! რას გავხარ?! მოზარდი ხარ უკვე და თავს უნდა მიხედო! შენ,კი ძონძებში ხარ გახვეული... უპატრონო ბავშვს გავხარ... მართლა უპატრონო ხარ! რას გავხარ! აღარაფერი გაგაჩნია! მძულხარ! ხედავ ამ ვაშლს? ეხლა თავში ჩაგარტყამ გოგონი! მე შენნაირებთან არ ვმეგობრობ!
ბახ! რისი ხმა იყო? ვუი ეს რა გამიტყდა? აააა, რაღაც ჯადოსნური იყო... ხოოო, სარკე! ეგ სარკე ნერვებს მიშლიდა ყოველთვის... ვიღაც გოგოს ვხედავდი, რომელიც მეცნობოდა!
რას ვამბობდი? აააა, ღვიძლი ამტკივდა...

ნახვამდის ძველებურო მე!

ნეტავ რა ხდება ახლა ჩემს თავს? რა მკლავს? ნუთუ ეს მარტოობაა? არა ეს მარტოობა არ არის ... მე რაღაც მკლავს, ის უხლავია და მას ვერ აღვიქვამ, როგორც რაიმე გრძნობას... რა მჭირს? რა დამემართა? ავცენცერდი? გავზარმაცდი? გავდებილდი? არა! უბრალოდ გავიზარდე! და მივხვდი, რომ ამ ცხოვრებას აზრი არა აქვს, თუ არ გაქვს ბედი... მომწყინდა... რაც ადრე მიხაროდა, ახლა მეზარება... აღარ მაქვს ჩემი მიზანი... რისთვის ვწვალობ? რისთვის ვიბრძვი? ნუთუ გამაჩნია

ჩემო გენეტიკავ შენ გენაცვალეეეე!

არ მინდა ამ სულელური საგნების მთლიანად შესწავლა. მინდა ვისწავლო ყველაფერი ის, რაც ძირითადია ამ სულელურ საგნებში. ასე მგონია, რომ ისტორია ისტორიკოსობას მთხოვს, გეოგრაფია გეოგრაფობას, ქართული ორატორობას, ინგლისური ფილოლოგობას და ამ ბურუსში აღარც ვიცი რა ავირჩიო... დავდივარ მუსიკაზე და იქაც წარმატება მაქვს, დავდიოდი ცეკვაზე და ძალიან კარგად ვცეკვავდი, ინგლისურიც ძალიან კარგად ვიცი. ასე გეგონებათ რა ნიჭიერი ხარო, მაგრამ ამ დროს ეს "უნივერსალურობა" მაგარი დეგენერატობაა. ყველაფერში ნორმალურად ცდილობ

Monday, October 28, 2013

დაიგრუზეთ, მე სიცილით გიყურებთ!



მე ჩემი ცხოვრება მაქვს, ჩემი ხასიათი... მე ვარ განსხვავებული, ამიტომაც არ მოვწონვარ ბევრს. ამ ცხოვრებაში თუ არ იცინე, ვერ გადაიტან, ვერ გადაიტან იმ პრობლემებს, რომელიც თავს გახვევია... მე ყველაფერი "მკიდია" და ცხოვრებას ისე ვეკიდები, როგორც ნებისმიერი სულელი... განა, ეს ნიშნავს იმას,რომ მართლა სულელი ვარ?! ჩემო "ჭკვიანებო" დაიგრუზეთ,

ბედნიერსაც თურმე სტკივა

ბედნიერსაც თურმე სტკივა
და ყოველთვის არ იღიმის
ბედნიერსაც გულში სცივა
მაგრამ არასდროს არ იტყვის...
გულში შეიძლება კვდები
პულსს არავინ გაგისინჯავს...
გადმოისვრი ციცქნა სიტყვას
უცებ გულში დამიბინდდა...
არ იცოდით? ასე იყო
არ იცოდით? ესეც მიკვირს
მაგრამ გაკვირვებით იტყვით
მაშინ რატომღა იღიმი?
ღიმილის ქვეშ სიხარული
და ღიმილი იმალება?
განა ცისფერ, ჭრელ თვალებში
სევდა კი არ ინახება?
ლაღს ტირილით ეღიმება
მაგრამ ესეც ძალზედ გიკვირთ
და მიტომაც მე გიღიმით
ჩემზე არაფერი იცით...


გეყო ყინვაში დგომა...

         შემოდგომა...

მცივა, ძველ სკამზე დამჯდარი ვოხრავ,
ისევ ეს წყეული სწავლა და სკოლა,
როცა ამ ლურჯ ცას და ღრუბლებს ვუცქერ
როგორ მინდება ფოთლებში წოლა...
აქ მხოლოდ მე ვარ,ჩემს სამყაროში
ცხოვრების ქარში გამეყინა გრძნობაც,

Monday, October 21, 2013

მინდა გავანგრიო გისოსები


მე 
მინდა ვიყო ჩიტი, რომ ვიყო თავისუფალი, რომ ვიფრინო მარტო... მინდა ვიყო მარტოდმარტო, ერთი ლამაზი ჩიტი, რომელიც ფრინავს... მინდა მქონდეს ლამაზი ბუმბული, რომ ვიფრინო... ვარ ადამიანი, მაგრამ არ შემიძლია ფრენა... ნუთუ, არ არის ჩიტი ბედნიერი არსება?! ნუთუ, ადამიანი ბედნიერია მისივე შექმნილი სამყაროთი? მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც წყალივით სწყურია ბედნიერება.

მე,იგივე ინოვატორი


                          მე, იგივე ინოვატორი
  ახალი იდეა - ეს ზოგიერთისთვის... თუმცა რა ზოგიერთისთვის, თითქმის ყველასთვის „ინოვატორი“ ადამიანი ითვლება იმ ადამიანად, რომლის ჩაქოლვაც შეიძლება დევიზით: „ძალა ერთობაშია“. ეჰ, აღარავინ აფასებს ინტელექტუალურ ადამიანს, ყველაფერი წაკითხული წიგნებით „იზომება“ და იმ „ძალით“, რომელიც სხვის გამანადგურებელ ერთობას ქმნის. ყველა ადამიანის შურით გადმოძახილი ერთი-ორი სიტყვა ადამიანს მწარედ ხვდება გულზე... ის უფრო საშიშია, ვიდრე ინფარქტი, რადგანაც ამ დროს ადამიანმა არ იცის, თუ რას გააკეთებს... რასაც გააკეთებს, ის შენს სულს ცოდვად დააწვება...

Thursday, October 3, 2013

სითბო... სინათლე... ბედნიერება...


სითბო... სინათლე... ბედნიერება...

როგორ მინდა, რომ სამყაროში სითბო, სინათლე და ბედნიერება სუფევდეს მუდამ... ცხოვრებაში, ხომ ყველაფერი საუკეთესო უფასოდ გვაქვს: სიხარული, სიყვარული, ბედნიერება... შეიძლება ცხოვრებაში გრძნობებზე უკეთესი რამე მოიპოვებოდეს?

Tuesday, October 1, 2013

ვსწავლობ ცხოვრებას და არა საგნებს! :)


ახლა ვხვდები, რომ სკოლაში ყველაფერს ასწავლიან გარდა ცხოვრებისა... და შენ სკოლის შემდეგ იწყებ ცხოვრებას ისე, თითქოს „ცოდნა“ ციდან გადმოფრინდაო,ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა თვითონ „თხზავს“ თავის ცხოვრებას... მე კი ცუდი მწერალი გამოვდექი... ცხოვრების „თხზვის“ რა გითხრათ, მაგრამ მთავარს მაინც ვაკეთებ - ვვარსებობ... დიახ, ახლა ხომ არსებობაც დიდი რამაა ცხოვრებაში... 

ადამიანი, რომელიც ცოცხლობს, არის ის, ვინაც გაუძლო იმას, რომ ცხოვრების გამოცდილება არა აქვს და შეეგუა არსებობას... არ შეეგუები და

Monday, September 30, 2013

ერთადერთი ადამიანი,ვინც ქოლგით ფრენა შეძლო...

დავწვები გაყინულ საწოლში... დავხუჭავ თვალებს და გავფრინდები... გავფრინდები ქოლგით და გადმოვხედავ ციდან ამაზრზენ ხალხს... მე კი ერთადერთი ადამიანი ვიქნები, ვინც ოდესმე ქოლგით ფრენა შესძლო... ერთადერთი ადამიანი, რომელიც „ხალხს“ არ მიეკუთვნება... ერთადერთი, ვინც თავისუფალია...
ქვევით, ხალხს დღის რამდენიმე მონაკვეთი აქვს, რომელსაც თითქმის, ერთნაირად ატარებს...

მე კი ერთი მონაკვეთი მაქვს ცხოვრების - ღამე , სიზმარი ... დანარჩენი, კი არსებობის
მონაკვეთებია...