ახლა
ვხვდები, რომ სკოლაში ყველაფერს ასწავლიან გარდა ცხოვრებისა... და შენ სკოლის შემდეგ
იწყებ ცხოვრებას ისე, თითქოს „ცოდნა“ ციდან გადმოფრინდაო,ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა
თვითონ „თხზავს“ თავის ცხოვრებას... მე კი ცუდი მწერალი გამოვდექი... ცხოვრების „თხზვის“
რა გითხრათ, მაგრამ მთავარს მაინც ვაკეთებ - ვვარსებობ... დიახ, ახლა ხომ
არსებობაც დიდი რამაა ცხოვრებაში...
ადამიანი, რომელიც ცოცხლობს, არის ის, ვინაც გაუძლო
იმას, რომ ცხოვრების გამოცდილება არა აქვს და შეეგუა არსებობას... არ შეეგუები და
მარტოობა ან სასოწარკვეთილება თავის მოკვლამდე გიბიძგებს... გიბიძგებს და გადაგაგდებს ცხოვრების უფსკრულში.
მარტოობა ან სასოწარკვეთილება თავის მოკვლამდე გიბიძგებს... გიბიძგებს და გადაგაგდებს ცხოვრების უფსკრულში.
არსებობას
რომ გაუძლო, წერაც დაგეხმარება, ან ჩემი ჩანახატები, რითაც შეიგრძნობ, რომ უიმედოდ
მხოლოდ შენ არ აგდიხარ დედამიწაზე... თითქოს ასაკის მატებასთან ერთად, მოგემატა უპასუხისმგებლობა,
სიზარმაცე და რაც მთავარია სევდა, რომელიც ჩემს შემთხვევაში უსაფუძვლოა... თუმცა, რის
უსაფუძვლო.
განა მოსაწონია ცხოვრება? ისეთი ცხოვრება, სადაც 12 წელი სწავლობ, კიდევ
სწავლობ და მაინც არაფერს იმკი... ან თუნდაც საათობით შრომობ, სწავლობ და ბოლოს მაინც
არაფერს გიფასებენ.. მე ვაფასებ ისეთ ადამიანებს, ვინაც ეს სევდა და უიმედობა დაძლია
და მონდომებით სწავლობს...
და მაინც, ვფიქრობ,
რომ ცხოვრებაში საგნების სწავლა კი არა, ცხოვრების სწავლაა და მიუხედავად იმისა, რომ
ბევრი ამას ვერ ამჩნევს, მინდა გითხრათ , რომ მე სწორედ ამას ვაკეთებ...
sberry <3
No comments:
Post a Comment