Monday, October 21, 2013

მე,იგივე ინოვატორი


                          მე, იგივე ინოვატორი
  ახალი იდეა - ეს ზოგიერთისთვის... თუმცა რა ზოგიერთისთვის, თითქმის ყველასთვის „ინოვატორი“ ადამიანი ითვლება იმ ადამიანად, რომლის ჩაქოლვაც შეიძლება დევიზით: „ძალა ერთობაშია“. ეჰ, აღარავინ აფასებს ინტელექტუალურ ადამიანს, ყველაფერი წაკითხული წიგნებით „იზომება“ და იმ „ძალით“, რომელიც სხვის გამანადგურებელ ერთობას ქმნის. ყველა ადამიანის შურით გადმოძახილი ერთი-ორი სიტყვა ადამიანს მწარედ ხვდება გულზე... ის უფრო საშიშია, ვიდრე ინფარქტი, რადგანაც ამ დროს ადამიანმა არ იცის, თუ რას გააკეთებს... რასაც გააკეთებს, ის შენს სულს ცოდვად დააწვება...



            არ გჯერა, რომ ამას ვამბობ? გაგახსენდა, თუ ვინ ვარ? დიახ, ის ვარ წამდაუწუმ, რომ იცინის და იცინის... ის ვარ ვინც ჩუმად, ყველას დაუნახავად, მძიმე სულს ათრევს, ათრევს ამ ცოდვებით დანაგვიანებულ სამყაროში. ის ვარ, ვინც ლოცვას არ კითხულობს, ვინც არ ატარებს ჯვარს, მაგრამ სწამს! ის ვარ ვისაც კლასელები ჰყავს და არა მეგობრები...

           დაიჯერე, რომ ის შენი საუკეთესო „მეგობარია“, დაიჯერე ,რომ მისი ყოველი სიტყვა, მისი „კომპლიმენტები“ შენი ტანსაცმლის თაობაზე გულიდანაა გადმოსროლილი... სწორედ, ასე მარჯვედ „ისვრიან“ ხოლმე, საუკეთესო მეგობრები მწარე სიტყვებს... ადამიანები, რომლებიც მხარში არ გიდგანან... რა უნდა დაარქვა მათ? საუკეთესო მეგობრები?
          ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ მეგობრები მაკლია... მეგობარი ბევრი მყავს, მე მეგობარი მაკლია, ნამდვილი მეგობარი... ალბათ, ყველაფერი ჩემი ბრალია... არ ვამბობ ხოლმე, აფერისტულ სიტყვებს, თუ რა კარგად აცვიათ, რა კარგად აქვს თმა... არ მინდა! არ მინდა და არც მჭირდება ასეთი მეგობრები!
          სცადეთ, ერთხელ მაინც სცადეთ ჩემთან მეგობრობა! ახლა კი ვხვდები, რომ ჩემსავით სხვასაც სტკივა გული, სხვასაც არ ჰყავს მეგობარი... ასე მგონია, ეს ღვთის ნასროლი იმედის ნაპერწკალი იყო, რომელიც მე უნდა გავაღვივო...
          ჯერჯერობით, ამ ქვეყანაზე მხოლოდ ოთხნი ვართ: მე, ჩემი ლეპტოპი, მუსიკა და უფალი!

No comments:

Post a Comment