დავწვები
გაყინულ საწოლში... დავხუჭავ თვალებს და გავფრინდები... გავფრინდები ქოლგით და გადმოვხედავ
ციდან ამაზრზენ ხალხს... მე კი ერთადერთი ადამიანი ვიქნები, ვინც ოდესმე ქოლგით ფრენა
შესძლო... ერთადერთი ადამიანი, რომელიც „ხალხს“ არ მიეკუთვნება... ერთადერთი, ვინც
თავისუფალია...
ქვევით,
ხალხს დღის რამდენიმე მონაკვეთი აქვს, რომელსაც თითქმის, ერთნაირად ატარებს...
მე
კი ერთი მონაკვეთი მაქვს ცხოვრების - ღამე , სიზმარი ... დანარჩენი, კი არსებობის
მონაკვეთებია...
აქ,
ღამით ყველაფერი სულ სხვაგვარადაა... აღარ მაკერია ის გულუბრყვილო მიამიტის ბედნიერი
„სიფათი“... აქ ხომ, დუმილიც კი გრძნობებს თხზავს... და რადგანაც ვერ მიგახვედრეთ,
რომ დუმილის დროსაც მტკივა, იმ გულუბრყვილო მიამიტის ბედნიერი „სიფათის“ უკან მწუხარება
იმალება გადავწყვიტე ვწერო... წერაა ის რაღაც, რაც მეხმარება არსებობის მონაკვეთების
გადატანაში... წერა მაძლევს თავისუფლებას...
და
მე არა ვარ მონა, ან მსახური, არც უბედური ბიძია თომა, მაგრამ გეტყვით, რომ არც თავისუფალი
აღარ ვარ...
გადამიტეხეს
ქოლგა, ქოლგა, რომლითაც ადრე ცაში დავფრინავდი! აღარ მჯერა... აღარც ძველი ქოლგის,
აღარც დუმილის, აღარც თავისუფლების. ჩემი დღეები არსებობად გადაიქცა... და ასე ვიარსებებ
მთელი ცხოვრება, ალბათ... ან იქნებ გამოჩნდება ის ვიღაც, ვინც ქოლგას დამიბრუნებს,
ჩემ ძველ ქოლგას, რომელიც გამიტეხეს, დამიშალეს, ნაკუწებად აქციეს... და ჩემი თავისუფლებაც
ამ ქოლგის მსგავსად ნაფლეთებად იქცა...
აღარა
მაქვს ცხოვრება... ახლა მხოლოდ არსებობაღა დამრჩენია... აღარ ვარ ის ადამიანი, ვისაც ქოლგით ფრენა შეუძლია, ის
ადამიანი, რომელიც ხალხს ციდან დაჰყურებდა, ის ადამიანი, რომელიც „ხალხს“ არ მიეკუთვნებოდა...
აღარ ვარ თავისუფალი... მე გავხდი მონა, მსახური არსებობისა...
Sberry <3 ^3^ :* ^_^
No comments:
Post a Comment