Friday, November 1, 2013

ჩემო გენეტიკავ შენ გენაცვალეეეე!

არ მინდა ამ სულელური საგნების მთლიანად შესწავლა. მინდა ვისწავლო ყველაფერი ის, რაც ძირითადია ამ სულელურ საგნებში. ასე მგონია, რომ ისტორია ისტორიკოსობას მთხოვს, გეოგრაფია გეოგრაფობას, ქართული ორატორობას, ინგლისური ფილოლოგობას და ამ ბურუსში აღარც ვიცი რა ავირჩიო... დავდივარ მუსიკაზე და იქაც წარმატება მაქვს, დავდიოდი ცეკვაზე და ძალიან კარგად ვცეკვავდი, ინგლისურიც ძალიან კარგად ვიცი. ასე გეგონებათ რა ნიჭიერი ხარო, მაგრამ ამ დროს ეს "უნივერსალურობა" მაგარი დეგენერატობაა. ყველაფერში ნორმალურად ცდილობ
და არაფერი გაინტერესებს ისე ძალიან. ალბათ, გავზარმაცდი, თუმცა რა ალბათ... ორშაბათს არ ვსწავლობ ისევ კვირას ვეტრფი, სამშაბათს არ ვსწავლობ ძალიან ბევრი სასწავლი მაქვს, ოთხშაბათს მუსიკის მერე გაკვეთილები მეზარება, ხუთშაბათს ვამბობ პარასკევიაო და "ვიკიდებ" - ეს ჩემი კვირის განრიგია და მაინც ათოსანი ვარ, საიდან? მოდით ყველაფერი გენეტიკას "დავაბრალოთ" :დ სიზარმაცეც გენეტიკურია... ალბათ....

No comments:

Post a Comment