მე ჩემი ცხოვრება მაქვს, ჩემი ხასიათი... მე ვარ განსხვავებული, ამიტომაც არ მოვწონვარ ბევრს. ამ ცხოვრებაში თუ არ იცინე, ვერ გადაიტან, ვერ გადაიტან იმ პრობლემებს, რომელიც თავს გახვევია... მე ყველაფერი "მკიდია" და ცხოვრებას ისე ვეკიდები, როგორც ნებისმიერი სულელი... განა, ეს ნიშნავს იმას,რომ მართლა სულელი ვარ?! ჩემო "ჭკვიანებო" დაიგრუზეთ,
დაიგრუზეთ და მე სიცილით გიყურებთ! არ გესმით ჩემი, მე ხომ სხვანაირი ვარ, არც გინდათ, რომ გესმოდეთ... მთელი დედამიწა დეპრესირებული ხალხითაა გადაჭედილი და ასე მგონია მე ვარ ის ერთი, რომელიც ირგებს ცხოვრებას... ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ არ მაქვს დეპრესიის საბაბი... გარდატეხის ასაკი მაქვს, მაგრამ მე სხვებივით უმიზეზოდ არ ვტირი, მე ჩემებურად, უმიზეზოდ ვიცინი...
No comments:
Post a Comment