Monday, October 21, 2013

მინდა გავანგრიო გისოსები


მე 
მინდა ვიყო ჩიტი, რომ ვიყო თავისუფალი, რომ ვიფრინო მარტო... მინდა ვიყო მარტოდმარტო, ერთი ლამაზი ჩიტი, რომელიც ფრინავს... მინდა მქონდეს ლამაზი ბუმბული, რომ ვიფრინო... ვარ ადამიანი, მაგრამ არ შემიძლია ფრენა... ნუთუ, არ არის ჩიტი ბედნიერი არსება?! ნუთუ, ადამიანი ბედნიერია მისივე შექმნილი სამყაროთი? მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც წყალივით სწყურია ბედნიერება.



მინდა ვიყო ჩიტი, ერთი ლამაზი, ჭრელბულბულიანი ჩიტი, რომელიც მარტო დაფრენს სამყაროს სხვადასხვა კუთხეში. საქართველო ხომ ერთი ციხეა ყოველი ქართველისთვის.მე კი ერთ-ერთი ქართველი ვარ, საქართველოში გამოკეტილი. მინდა გავანგრიო ეს გისოსები, გავფრინდე სხვა ქვეყანაში, სადაც თავისუფლება მელოდება... მინდა გავინთავისუფლო თავი ,მინდა ვიფრინო, როგორც ჩიტი... ლამაზი, ჭრელბულბულიანი ჩიტი...

No comments:

Post a Comment