შემოდგომა...
მცივა, ძველ სკამზე დამჯდარი ვოხრავ,
ისევ ეს წყეული სწავლა და სკოლა,
როცა ამ ლურჯ ცას და ღრუბლებს ვუცქერ
როგორ მინდება ფოთლებში წოლა...
აქ მხოლოდ მე ვარ,ჩემს სამყაროში
გინდ ჩექმა მეცვას და გინდ „კალოში“
არავის ესმის აქ ჩემი ოხვრა...
მოვიდა სევდა და შემოდგომა,
მე არავინ მყავს,არავინ მეტყვის
შემოდი, გეყო ყინვაში დგომა...
მხოლოდ შენ გესმის ეს შემოდგომავ...
No comments:
Post a Comment