ბედნიერსაც თურმე სტკივა
და ყოველთვის არ იღიმის
ბედნიერსაც გულში სცივა
მაგრამ არასდროს არ იტყვის...
გულში შეიძლება კვდები
პულსს არავინ გაგისინჯავს...
გადმოისვრი ციცქნა სიტყვას
უცებ გულში დამიბინდდა...
არ იცოდით? ასე იყო
არ იცოდით? ესეც მიკვირს
მაგრამ გაკვირვებით იტყვით
მაშინ რატომღა იღიმი?
ღიმილის ქვეშ სიხარული
და ღიმილი იმალება?
განა ცისფერ, ჭრელ თვალებში
სევდა კი არ ინახება?
ლაღს ტირილით ეღიმება
მაგრამ ესეც ძალზედ გიკვირთ
და მიტომაც მე გიღიმით
ჩემზე არაფერი იცით...
და ყოველთვის არ იღიმის
ბედნიერსაც გულში სცივა
მაგრამ არასდროს არ იტყვის...
გულში შეიძლება კვდები
პულსს არავინ გაგისინჯავს...
გადმოისვრი ციცქნა სიტყვას
უცებ გულში დამიბინდდა...
არ იცოდით? ასე იყო
არ იცოდით? ესეც მიკვირს
მაგრამ გაკვირვებით იტყვით
მაშინ რატომღა იღიმი?
ღიმილის ქვეშ სიხარული
და ღიმილი იმალება?
განა ცისფერ, ჭრელ თვალებში
სევდა კი არ ინახება?
ლაღს ტირილით ეღიმება
მაგრამ ესეც ძალზედ გიკვირთ
და მიტომაც მე გიღიმით
ჩემზე არაფერი იცით...
No comments:
Post a Comment