მე ჩემი ცხოვრება მაქვს, ჩემი ხასიათი... მე ვარ განსხვავებული, ამიტომაც არ მოვწონვარ ბევრს. ამ ცხოვრებაში თუ არ იცინე, ვერ გადაიტან, ვერ გადაიტან იმ პრობლემებს, რომელიც თავს გახვევია... მე ყველაფერი "მკიდია" და ცხოვრებას ისე ვეკიდები, როგორც ნებისმიერი სულელი... განა, ეს ნიშნავს იმას,რომ მართლა სულელი ვარ?! ჩემო "ჭკვიანებო" დაიგრუზეთ,
Monday, October 28, 2013
დაიგრუზეთ, მე სიცილით გიყურებთ!
მე ჩემი ცხოვრება მაქვს, ჩემი ხასიათი... მე ვარ განსხვავებული, ამიტომაც არ მოვწონვარ ბევრს. ამ ცხოვრებაში თუ არ იცინე, ვერ გადაიტან, ვერ გადაიტან იმ პრობლემებს, რომელიც თავს გახვევია... მე ყველაფერი "მკიდია" და ცხოვრებას ისე ვეკიდები, როგორც ნებისმიერი სულელი... განა, ეს ნიშნავს იმას,რომ მართლა სულელი ვარ?! ჩემო "ჭკვიანებო" დაიგრუზეთ,
ბედნიერსაც თურმე სტკივა
ბედნიერსაც თურმე სტკივა
და ყოველთვის არ იღიმის
ბედნიერსაც გულში სცივა
მაგრამ არასდროს არ იტყვის...
გულში შეიძლება კვდები
პულსს არავინ გაგისინჯავს...
გადმოისვრი ციცქნა სიტყვას
უცებ გულში დამიბინდდა...
არ იცოდით? ასე იყო
არ იცოდით? ესეც მიკვირს
მაგრამ გაკვირვებით იტყვით
მაშინ რატომღა იღიმი?
ღიმილის ქვეშ სიხარული
და ღიმილი იმალება?
განა ცისფერ, ჭრელ თვალებში
სევდა კი არ ინახება?
ლაღს ტირილით ეღიმება
მაგრამ ესეც ძალზედ გიკვირთ
და მიტომაც მე გიღიმით
ჩემზე არაფერი იცით...
და ყოველთვის არ იღიმის
ბედნიერსაც გულში სცივა
მაგრამ არასდროს არ იტყვის...
გულში შეიძლება კვდები
პულსს არავინ გაგისინჯავს...
გადმოისვრი ციცქნა სიტყვას
უცებ გულში დამიბინდდა...
არ იცოდით? ასე იყო
არ იცოდით? ესეც მიკვირს
მაგრამ გაკვირვებით იტყვით
მაშინ რატომღა იღიმი?
ღიმილის ქვეშ სიხარული
და ღიმილი იმალება?
განა ცისფერ, ჭრელ თვალებში
სევდა კი არ ინახება?
ლაღს ტირილით ეღიმება
მაგრამ ესეც ძალზედ გიკვირთ
და მიტომაც მე გიღიმით
ჩემზე არაფერი იცით...
Monday, October 21, 2013
მინდა გავანგრიო გისოსები
მე
მინდა ვიყო ჩიტი, რომ ვიყო თავისუფალი, რომ ვიფრინო
მარტო... მინდა ვიყო მარტოდმარტო, ერთი ლამაზი ჩიტი, რომელიც ფრინავს... მინდა მქონდეს
ლამაზი ბუმბული, რომ ვიფრინო... ვარ ადამიანი, მაგრამ არ შემიძლია ფრენა... ნუთუ, არ
არის ჩიტი ბედნიერი არსება?! ნუთუ, ადამიანი ბედნიერია მისივე შექმნილი სამყაროთი? მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც წყალივით
სწყურია ბედნიერება.მე,იგივე ინოვატორი
მე, იგივე ინოვატორი
ახალი იდეა - ეს ზოგიერთისთვის... თუმცა
რა ზოგიერთისთვის, თითქმის ყველასთვის „ინოვატორი“ ადამიანი ითვლება იმ ადამიანად,
რომლის ჩაქოლვაც შეიძლება დევიზით: „ძალა ერთობაშია“. ეჰ, აღარავინ აფასებს ინტელექტუალურ
ადამიანს, ყველაფერი წაკითხული წიგნებით „იზომება“ და იმ „ძალით“, რომელიც სხვის გამანადგურებელ
ერთობას ქმნის. ყველა ადამიანის შურით გადმოძახილი ერთი-ორი სიტყვა ადამიანს მწარედ
ხვდება გულზე... ის უფრო საშიშია, ვიდრე ინფარქტი, რადგანაც ამ დროს ადამიანმა არ იცის,
თუ რას გააკეთებს... რასაც გააკეთებს, ის შენს სულს ცოდვად დააწვება...Thursday, October 3, 2013
Tuesday, October 1, 2013
ვსწავლობ ცხოვრებას და არა საგნებს! :)
ახლა
ვხვდები, რომ სკოლაში ყველაფერს ასწავლიან გარდა ცხოვრებისა... და შენ სკოლის შემდეგ
იწყებ ცხოვრებას ისე, თითქოს „ცოდნა“ ციდან გადმოფრინდაო,ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა
თვითონ „თხზავს“ თავის ცხოვრებას... მე კი ცუდი მწერალი გამოვდექი... ცხოვრების „თხზვის“
რა გითხრათ, მაგრამ მთავარს მაინც ვაკეთებ - ვვარსებობ... დიახ, ახლა ხომ
არსებობაც დიდი რამაა ცხოვრებაში...
ადამიანი, რომელიც ცოცხლობს, არის ის, ვინაც გაუძლო
იმას, რომ ცხოვრების გამოცდილება არა აქვს და შეეგუა არსებობას... არ შეეგუები და
Subscribe to:
Posts (Atom)