Wednesday, May 6, 2015

უკვე ექვსი დამპალი თვე გავიდა, რაც საკუთარ აზროვნებაში ჩამოყალიბებულ სარეაბილიტაციო ცენტრში ვიმყოფები, რეალობაში კი (რომელსაც ვერ ვხედავ) დროს უქმედ ვფლანგავ: ხან ერთ ტახტზე ვაგდივარ, ხანაც - მეორეზე... არადა მე პათოლოგიის მსხვერპლი ვარ, თან როგორი პათოლოგიის... მეჩვენება, რომ სიზმრებში ვარსკვლავებს ვკრებ... კი არ მეჩვენება, ასეც არის! დიახ, მე სიზმრებში ციდან ვარსკვლავებს ვაგროვებ და კალათაში ვყრი - ამით ვიმშვიდებ თავს... მხოლოდ ასე თუ მოვუტან სამყაროს ოდნავ სარგებელს მაინც.

უკვე ექვსი საცოდავი თვე გავიდა, რაც ვებრძვი საკუთარ თავს, ტანსაც, ხელებსაც, სიგარეტის თითოეულ ღერსაც და თითოეულ სანთებელადან აკიაფებულ შუშხუნას... მინდა გადავიჩეხო ხელები, ან ტუჩები, რომ აღარ შემეძლოს საკუთარი ფილტვების მოწამლვა მტვრით, სხვაგვარად რომ ვთქვა, მინდა მოვკვდე, მაგრამ სხვანაირად... არა სიგარეტით... მინდა მოვკვდე, მაგრამ ხელში პატარა შვილიშვილი მეჭიროს, მინდა მოვკვდე, მაგრამ სიბერეს მოვესწრო, მინდა მოვკვდე, მაგრამ არა შავი ფილტვებით...

უკვე ექვსი დასაწვავი თვე გავიდა, რაც ვიჩხერ. იცით, რა ადვილია იმის აღიარება, რომ უამრავ ფულის ნაჭერს პეჭავ ფხვნილების გამყიდველს ერთ ადგილში, რათა შემდგომში მიიღო თავის მოკვლის ახალი, პერსონალური გზა? ხალხს მოსწონს, როცა შეუძლია შენზე ლაპარაკი, თუ როგორ მიიპარები სახლის უკანა გასასვლელიდან რომ შეხვდე უცნაურ ტიპს, გამოართვა ქაღალდის პარკი და სიამოვნებისგან ფართხალი დაიწყო. ხალხს მოსწონს, როცა აღწერს, თუ როგორ ებჯინებოდი მსხვილძარღვებიანი მაჯებით აივნის მოაჯირს, როგორ ღრიალებდი და როგორ ურტყამდი კედელს თავს... ავადმყოფი ვარ.

უკვე ექვსი საზიზღარი თვე გავიდა, რაც ვუყლუპუნებ. ვყლაპავ ყველაფერს, რაც ხელში მომხვდება და შემდეგ ყელში ჩამივა. მეზიზღება ჩემი პერლამუტრისფერი სამზარეულოს კარადა, რომელიც პირველი ხელფასით შევიძინე, იქ ვაწყობ სწორედ სხვადასხვა მარკის ღვინოს და სხვა საწამლავებს და ვერთობი... არა, გართობა ნამდვილად არ არის, უბრალოდ, ძნელია ეს ცხოვრება, ძააალიან ძნელი.თქვენ რა? გგონიათ, მე აქ რამით ვერთობი? არა, არა და არა, მე მიყვარს ეს დამპალი ცხოვრება. დიახ, დააამპალია ეს ცხოვრება ჩემო კარგებო, ტრაწ, პრუწ, დამთავრდა, ასეა და მორჩა! 

უკვე ექვსი თვე გადის, რაც ადამიანი ვარ. ადრე მეგონა, მხოლოდ კანის ნაჭრებისგან შექმნილი უგულო არსება ვიყავი და მეგონა, მხოლოდ ჩემზე უფროსის დაყვირებისგან ამიფანცქალდებოდა გული... შევიცვალე. თავს ვეღარ ვაჩერებ და ვეღარც სარეაბილიტაციო ცენტრი ვეღარ მიშველის, თუმცა ასეთი ჯერ არ შექმნილა ჩემი პათოლოგიისთვის. ალბათ, კიდევ დიდხანს, დიდხანს, დიდხანს ვაპირებ ამ ექვსი თვის გაგრძელებას, უსასრულობამდე, ან წარსულამდე... რა მჭირს? ის მჭირს რომ ვეღარ ვარჩევ ილუზიაა თუ ილუზია, თუ ილუზია, ფაქტია, რომ ილუზიებში ვცხოვრობ, თუმცა ჯერაც მიჭირს ამის აღიარება. მგონი, ყველა ასე ხართ. აბა, მზე ხომ სუფევს ცის კამარაზე, ამიტომაც, ჩავთვალოთ, რომ ყველანი ასე ვართ. არ მოგწყინდათ? აი, მე კი მომწყინდა... მომწყინდა ველოდებოდე მზეს, რომელიც მუდამ თეთრია, ველოდებოდე მთვარეს, რომელიც მუდამ შავია, ველოდებოდე მზერას, რომელიც მუდამ მშრალია... თუმცა მომეჩვენა, რომ არ იყო მშრალი და ეს მოჩვენება მაფიქრებინებს, რომ ვარ პათოლოგი. ძმანო და დანო! სიყვარულიც პათოლოგიაა. არ ვიცი, იქნებ, გადავრჩე, გადავურჩე ტანჯვას, მაგრამ უკვე იმდენი დრო გავიდა და არაფერიც შეცვლილა...

დიახ, უკვე ექვსი თვე გადის.
და არავინ იცის, თუ როგორია ჩემი ექვსი თვე...

Thursday, April 9, 2015

4/9/2015

მე ვიწყებ წერას იო
...


"ოღონდ ვერ გამომიჭირონ, ოღონდ ეხლა არა", "გამოგიჭერენ და ნახავ, ამ საღამოს რომ დაზრწიხარ, თან ამ სიბნელეში", "რომ მკითხონ რას აკეთებო – რა ვუპასუხო?", "ვეტყვი ვითომ ინსომნია მჭირს, ან რაღაც ამდაგვარი", "მინდა!"...

პაკუნა ფეხსაცმელებით ბოლო კიბე ჩაიარა და უკანა გასასვლელიდან გაიპარა, ხელში მბჟუტავი ჯოხი ეჭირა, რომელიც ხანდახან შიშისგან, წრიპინა შუქნათელას კუდად ეჩვენებოდა და ისევ, პარანოიდივით აგრძელებდა თვალების ცეცებას და სისხლისფერი ტუჩების ნერვიულად წაკვნეტას... ზურგში კი ქვიშისფერი თმა უჩვეულოდ უღუტუნებდა.

"ჯობდა შემეკრა", "ახლა რაღა დროის"...

ნიმბუსივით მიქროდა ჩახერგილ გზებზე და მიუყვებოდა რუხ ფერს, რუხ ჩრდილებს, რუხ ფიქრებს და ამ დროს, თვით მიწასაც სდიოდა ცრემლად გუბე - რაღაც რიგზე არ იყო.

შავი ლაკის ფეხსაცმელები უკვე ტალახში ამოესვარა, ცხოველური სისწრაფით თელავდა ყოველ ფოთოლს, ყოველ ყვავილს, ყოველ ეკალს...

ყნოსვა ჩვეულებრივზე უფრო გამძაფრებული ჰქონდა, ამჩნევდა, რომ ინსტიქტს კარგ არაფერთან მიჰყავდა, მაგრამ მიდიოდა...
თვითონ კი არა, მისი ფეხები მიდიოდა, მიჰქროდა უჩვეულო სურვილისკენ.

გზაზე უცაბედად, იისფერი კრისტალები გამოჩნდა - ყველა საუცხოოდ ელავდა... რაც უფრო შორს იჭრებოდა გოგონა, მით უფრო მრავლდებოდა კრისტალების რაოდენობა...
და ეს ჰგავდა თამაშს - პატრონისა და ძაღლისა, როცა ის ძვალზე ძაფს გამოაბამს, ძაღლი კი ქშენით მიჰყვება მას.

ისიც მიჰყვებოდა არარეალურ სურვილს, მწველ სურვილს რომ დაშრეტილიყო კრისტალების ბილიკი, სწამდა, რომ სამყაროს თუ არა, ბილიკს მაინც ჰქონდა დასასრული.
ერთხანს იფიქრა – ხომ არ შევჩერდეო, ხომ არ აჯობებდა ისევ, თბილ საწოლში წოლა, შოკოლადის ბაყაყის ჭამა...

და აი, ახლა, სწორედ ახლა, ცხვირის ციცქნა ნესტოებში მიკრობივით შხამი შეძვრა, გაგიჟებული ძირს დავარდა და აურაცხელი იისფერი მარცვლების გორაზე ფეხრთით დაეცა...

 "საუცხოოა, საოცარია".
ეს იყო ყველაზე უფრო ჯადოსნური რამ... უფრო ჯადოსნური, ვიდრე არწივბუზას ყვითელი თვალები, ვიდრე მარტორქას ცისარტყელაზე აბრჭყვიალებული თაფლი.

დაიწყო ღრმად სუნთქვა, ღრმა გამონაბოლქვის სუნთქვა, იყნოსავდა ყველაფერს: აირს თუ სითხეს და აქ...

გაჩერდა წამი.
წამი რეალობისა.

გგონიათ ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა პაკუნა ფეხსაცმელებით ბოლო კიბე ჩაიარა და უკანა გასასვლელიდან გაიპარა?
არაერთხელ მომხდარა იგივე რამ და ეს დასაწყისი კი არა, შეიძლება მწარე დასასრულიც აღმოჩენილიყო.

***

გავიდა ღრუბლებში თავმოკრული ცარიელი საათი, ცარიელი – ჩვენთვის, ის კი მთელი არსებით განცხრომაში ფრენდა, პათოსისგან უჭირდა თვალთახედვის მოკრება და ბილიკში ამოთხვრილს მთელი სხეული იისფერი ტალახით შეეთხაპნა.

საოცარია! ყოვლად გაწონასწორებული, სამაგალითო, თხუთმეტი წლის მოსწავლე თვალს ვეღარ ახელდა ეშმაკისეული სიამოვნებისგან – რა დაემართა?!

უცაბედად შეკრთა, ძალა მოიკრიბა და ფეხზე წამოდგომაც კი შეძლო. მთვრალივით ბარბაცებდა, თუმცა არ ნანობდა, რომ შოკოლადის ბაყაყის საჭმელად არ დარჩენილა ჰოგვორთსში.
ჰაერში თითი შეატოკა და მის გამომშრალ ტუჩებზე უცნაური ფრაზები წარმოისახა:
– დრაკოსაც შენნაირი თმა აქვს, ჰარის კი შენნაირი სახის ფორმა, რონის – შენნაირი გამომეტყველება. და სად გაქვს თვალები? რა ფერის გაქვს? შეიძლება ვნახო? – თქვა და ჰაერის მოლეკულებს ფერება დაუწყო.

გაგიჟდა, შეიშალაო – იფიქრებდით. და კითხვას "რა დაემართა თხუთმეტი წლის სამაგალითო მოსწავლეს" გავცემ პასუხს, რომ ანგელოზი შეიძლება ტალახში ჩაეცეს, თუ მას გრავიტაცია სიამოვნებას სთავაზობს.

ჰერმიონის თვალებში აირეკლა ქერათმიანი ბიჭის გამოსახულება, რომელსაც გამომეტყველებაც, თვალებიც, ემოციებიც, თითქოს, სახიდან წაშლოდა და ყურადღებას ჟესტებით იპყრობდა. ჰერმიონს სახეზე ხელს უსმევდა და გოგონაც აღტაცებული შესთხოვდა არსად წასულიყო, წაჰყოლოდა ჰოგვორთსში, ისე, რომ ამ ტყეში, ღამ-ღამობით აღარ ევლო მეტჯერ.

მაგრამ კრისტალები ზედმეტად იზიდავდა ჰერმიონის ყნოსვას, ამიტომ ეს არ იყო არც პირველი და არც ბოლო გასეირნება ტყეში.
რადგან ბიჭი არ იყო ნამდვილი და ის მხოლოდ ჰერმიონის ქვეცნობიერში არსებობდა, ისიც მხოლოდ ღამღამობით, როცა გოგონას ნესტოები იისფერი განცხრომისგან იფუშებოდნენ.

***
"ჰერმიონ! ჰერმიონ!" - ჰყვიროდა შეშფოთებული ჰარი.

გოგონამ ტალახისგან ავსებული თვალები გაახილა. თავზე რონი, ლუნა და ჰარი ედგნენ. არაფერი ახსოვდა, არცერთი ჩასუნთქვა, არცერთი ილუზია, არცერთი მომენტი...

რონს მთელი კალათა შოკოლადები ჩაეთქვიფა ნერვიულობისგან, პირში ჩატენილი ტკბილეულობისგან სიტყვასაც ვეღარ ძრავდა.
ლუნას სულაც არ აინტერესებდა ჰერმიონის მდგომარეობა, ათვალიერებდა არემარეს, თითქოს, სურდა რაღაც დაკარგული ეპოვნა.

"ლუნა, მოდი, მოდი! გაიღვიძა მგონი" - აღტაცებისგან შეჰყვირა ჰარიმ.
 ლუნამ ჩუმად ჩანთაში მიწიდან აღებული რაღაც ქისა ჩაიდო და გოგონასკენ მშვიდად მივიდა.

"რა მოხდა, აქ რა მინდა საერთოდ?!" - იკითხა გაოცებულმა ჰერმიონმა, რომელსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ სად ჯანდაბიდან აღმოჩნდა შუაგულ ტყეში.

"რადგან გაიღვიძე, ჯობს ჰოგვორთსში დავბრუნდეთ, თორემ შეიძლება გამოგვიჭირონ" – დაბეჯითებით განაცხადა ლუნამ.

***
რამდენიმე წუთის შემდეგ ჰოგვორთსში აღმოჩნდნენ და ყველას თავი აშკარად უაზრო კითხვებით გამოეტენა.
ჰერმიონი ცდილობდა საკუთარ თავში ეპოვა პასუხი კითხვებზე, თუმცა ამაოდ, შეუძლებელი იყო...

საერთო ოთახში შეცვივდნენ, ჰერმიონი კი ეგრევე სარკეს ეცა.
გოგონა საკუთარ თავს აღარ ჰგავდა – ატალახებული, შეძრწუნებული და უსუსური გამხდარიყო.
სარკეში მომზირალი გოგონა ლუნამ დააფრთხო.
– უნდა გელაპარაკო ჰერმიონ, პირადად უნდა გელაპარაკო – ჩასჩურჩულა ლუნამ.
– ჯერ გამოვიცვლი...
– ახლავე.
 და გაეცალნენ საერთო ოთახს.

***
– მხოლოდ შენ შეგწევს ძალა უშველო საკუთარ თავს, ჰერმი.
ლუნას ჰერმიონისთვის გრძელი მკლავები შემოეხვია და დამრიგებლური ტონით უხსნიდა ყველაფერს, ჰერმიონი კი გაფართოებული თვალებით შესცქეროდა, უჭირდა გაეთვიცნობიერებინა, რომ ლუნას ნათქვამი რეალობას შეესაბამებოდა.

– წესით, ვიღაც ბიჭი უნდა გელანდებოდეს, რომელიც არარეალური სიყვარულით გიყვარს, მხოლოდ მაშინ, როცა კრისტალებს ეწაფები. მანამდე, ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ჩვეულებრივი ინტერესებით. ღამ–ღამობით, ყნოსვა გიმძაფრდება, ჩქარა მიიწევ კრისტალებისკენ. თავი უნდა აკონტროლო, გესმის?
– როგორ შევძლებ, როგორ?! – თქვა კანკალით და მუხლებში თავი ჩარგო, შეშინებული იყო.
– ჰერმიონ, აკი გითხარი საკუთარ თავს შენით უნდა უშველო–მეთქი? უნდა აკონტროლო საკუთარი თავი! დაიმახსოვრე: სანამ კრისტალებს დაეწაფებოდე ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, გაიგე? ვიცი, ძალიან გინდა, ძალიან გინდა, რომ მთელი ღამე ილუზიებში გაატარო, მაგრამ თავი უნდა მოთოკო!











Tuesday, December 24, 2013

–__– ახალი წლის განწყობავ! სად ხარ?

ყველა ველოდებით ახალ წელს, მაგრამ განწყობის გარეშე. ახალი წლის მოსვლას პატარა ბავშვების გარდა, დიდად არავინ ნატრობს ბათუმში. ვხვდები, რომ ბათუმში ახალი წლის შეხვედრის უნარი არ გვაქვს. აქ მზეა, როცა უცხოეთში უკვე ქუჩები საახალწლო დეკორაციებითაა მორთული. მოდით, ამინდს ნუ გავუნაწყენდებით... ალბათ, ბათუმში საახალწლო ტრადიციები საუკუნის შემდეგ გადმოვა უცხოეთიდან. ალბათ, საუკუნის მერე თუ წავა ის ტრადიცია, რომლის მიხედვითაც დიასახლისს უნდა ჩაუშხამდეს ახალი წელი იმიტომ, რომ ქალმა უნდა ათუხთუხოს ქვაბებში ტრადიციული კერძები. გარეთ რომ გახვალ უნდა იგრძნობოდეს, რომ ახალი წელი მოდის... აქ კი გარეთ თუ გახვალ ცარიელი და ჩაბნელებული ქუჩები დაგხვდებათ, როცა უცხოეთში ქუჩის მუსიკოსები საახალწლო სიმღერებს მღერიან და ქუჩაში ცხელ შოკოლადს ყიდიან. :/ ალბათ, მარტო მე არ ვარ ასე, იმედია...

Monday, December 16, 2013

critics...

 
-              ar SegeSindes! Tqvi simarTle!
-              es dakiTxvaa?
-              diax, yvela Seni sityva SeiZleba gamoyenebul iqnas Sens winaaRmdeg.
-              rogorc vici dakiTxvaze TqvenobiT saubroben
-              gamodis rom es dakiTxva sulac araa
-              rac ar unda iyos mainc ginda, rom vTqva simarTle da araferi simarTlis garda
-              kargad mimxvdarxar
-              hah! xalxs xo mar uyvars simarTle maTi TqmiT, es ubralod kritikaa, magram es realobaa,romelsac yvela gaurbis xoda minda giTxraT, rom Tqvennairi ar var! Tqven xom MmSiSara adamianebi xarT, romlebic yvelaferze Tvals xuWaven ara! me ar var Tqvennairi da arc arasdros viqnebi! gaskdiT gulze! ras ucdiT! damakaveT! me xom kritikosi var!
-              hmmm ras apireb?
-              farad avxado? ara! sabans avxdi am tvingamoWmul xalxs. maT, xom sabnis qveS sZinavT SevafurTxo? ara! wyals gadavasxam am mZinare mzeTunaxavebs. iqneb gamoiRviZon sila gavawna? ara! umjobesia sila Sevayaro am grZnobagamoclil xalxs, iqneb igrZnon tkivili zurgSi dana Cavscxo? ara! kombals Cavscxob, egeb zRaprebi da bedniereba gaixsenon davemuqro maT? ara! sjobs rame Sevcvalo
-              revolucia?
-              ara sjobs vwero
-              isev kritika?
-              xo sxva raRa damrCenia
-              xom ici, amdeni aRar SeiZleba
-              maSin damakaveT, me xom kritikosi var!

Sunday, December 1, 2013

ჩემგან საჩუქრად,1 დღის შემდეგ (სჯობს გვიან ვიდრე არასდროს)


თავი მტკივა, თავი, რომელიც არ მაქვს... გული მტკივა, გული, რომელიც არ მაქვს... მარტო მათ სტკივათ, მარტო მათ სწყინთ... ხალხი, რომელსაც გადაყვები და საჩუქრად მიიღებ ტკივილს… მათ ერქვათ მეგობრები… მეც ასეთი მეგობარი გავხვდები ყველასთვის… სთხოვე ღმერთს ბედნიერება, ის კი შეგისრულებს ყველაფერს… ეჰ! ღმერთს მხოლოდ მეგობარს ვთხოვ… მეგობარი მჭირდება, ვინც გამიგებს, ვინც ჩემი ერთგული იქნება, ვისაც ვეყვარები… არადა, მეგონა, რომ სიყვარული უფასო იყო და ყველას ერგებოდა… შევცდი… ისიც შეცდა, რომ მე დამკარგა… თან სამუდამოდ… მიხარია, რომ თავი წარმომიჩინა… ყურადღებას ყურადღებითვე ვუპასუხებ, აუცილებლად! დაელოდე, დაელოდე და ყველაფერს რასაც მე მაგრძნობინებ შენც იგრძნობ… დამიჯერე!

Friday, November 1, 2013

გამოგონილი ნოველა

გამარჯობა! რას გავხარ?! მოზარდი ხარ უკვე და თავს უნდა მიხედო! შენ,კი ძონძებში ხარ გახვეული... უპატრონო ბავშვს გავხარ... მართლა უპატრონო ხარ! რას გავხარ! აღარაფერი გაგაჩნია! მძულხარ! ხედავ ამ ვაშლს? ეხლა თავში ჩაგარტყამ გოგონი! მე შენნაირებთან არ ვმეგობრობ!
ბახ! რისი ხმა იყო? ვუი ეს რა გამიტყდა? აააა, რაღაც ჯადოსნური იყო... ხოოო, სარკე! ეგ სარკე ნერვებს მიშლიდა ყოველთვის... ვიღაც გოგოს ვხედავდი, რომელიც მეცნობოდა!
რას ვამბობდი? აააა, ღვიძლი ამტკივდა...

ნახვამდის ძველებურო მე!

ნეტავ რა ხდება ახლა ჩემს თავს? რა მკლავს? ნუთუ ეს მარტოობაა? არა ეს მარტოობა არ არის ... მე რაღაც მკლავს, ის უხლავია და მას ვერ აღვიქვამ, როგორც რაიმე გრძნობას... რა მჭირს? რა დამემართა? ავცენცერდი? გავზარმაცდი? გავდებილდი? არა! უბრალოდ გავიზარდე! და მივხვდი, რომ ამ ცხოვრებას აზრი არა აქვს, თუ არ გაქვს ბედი... მომწყინდა... რაც ადრე მიხაროდა, ახლა მეზარება... აღარ მაქვს ჩემი მიზანი... რისთვის ვწვალობ? რისთვის ვიბრძვი? ნუთუ გამაჩნია