4/9/2015
მე ვიწყებ წერას იო
...
"ოღონდ ვერ გამომიჭირონ, ოღონდ ეხლა არა", "გამოგიჭერენ და ნახავ, ამ საღამოს რომ დაზრწიხარ, თან ამ სიბნელეში", "რომ მკითხონ რას აკეთებო – რა ვუპასუხო?", "ვეტყვი ვითომ ინსომნია მჭირს, ან რაღაც ამდაგვარი", "მინდა!"...
პაკუნა ფეხსაცმელებით ბოლო კიბე ჩაიარა და უკანა გასასვლელიდან გაიპარა, ხელში მბჟუტავი ჯოხი ეჭირა, რომელიც ხანდახან შიშისგან, წრიპინა შუქნათელას კუდად ეჩვენებოდა და ისევ, პარანოიდივით აგრძელებდა თვალების ცეცებას და სისხლისფერი ტუჩების ნერვიულად წაკვნეტას... ზურგში კი ქვიშისფერი თმა უჩვეულოდ უღუტუნებდა.
"ჯობდა შემეკრა", "ახლა რაღა დროის"...
ნიმბუსივით მიქროდა ჩახერგილ გზებზე და მიუყვებოდა რუხ ფერს, რუხ ჩრდილებს, რუხ ფიქრებს და ამ დროს, თვით მიწასაც სდიოდა ცრემლად გუბე - რაღაც რიგზე არ იყო.
შავი ლაკის ფეხსაცმელები უკვე ტალახში ამოესვარა, ცხოველური სისწრაფით თელავდა ყოველ ფოთოლს, ყოველ ყვავილს, ყოველ ეკალს...
ყნოსვა ჩვეულებრივზე უფრო გამძაფრებული ჰქონდა, ამჩნევდა, რომ ინსტიქტს კარგ არაფერთან მიჰყავდა, მაგრამ მიდიოდა...
თვითონ კი არა, მისი ფეხები მიდიოდა, მიჰქროდა უჩვეულო სურვილისკენ.
გზაზე უცაბედად, იისფერი კრისტალები გამოჩნდა - ყველა საუცხოოდ ელავდა... რაც უფრო შორს იჭრებოდა გოგონა, მით უფრო მრავლდებოდა კრისტალების რაოდენობა...
და ეს ჰგავდა თამაშს - პატრონისა და ძაღლისა, როცა ის ძვალზე ძაფს გამოაბამს, ძაღლი კი ქშენით მიჰყვება მას.
ისიც მიჰყვებოდა არარეალურ სურვილს, მწველ სურვილს რომ დაშრეტილიყო კრისტალების ბილიკი, სწამდა, რომ სამყაროს თუ არა, ბილიკს მაინც ჰქონდა დასასრული.
ერთხანს იფიქრა – ხომ არ შევჩერდეო, ხომ არ აჯობებდა ისევ, თბილ საწოლში წოლა, შოკოლადის ბაყაყის ჭამა...
და აი, ახლა, სწორედ ახლა, ცხვირის ციცქნა ნესტოებში მიკრობივით შხამი შეძვრა, გაგიჟებული ძირს დავარდა და აურაცხელი იისფერი მარცვლების გორაზე ფეხრთით დაეცა...
"საუცხოოა, საოცარია".
ეს იყო ყველაზე უფრო ჯადოსნური რამ... უფრო ჯადოსნური, ვიდრე არწივბუზას ყვითელი თვალები, ვიდრე მარტორქას ცისარტყელაზე აბრჭყვიალებული თაფლი.
დაიწყო ღრმად სუნთქვა, ღრმა გამონაბოლქვის სუნთქვა, იყნოსავდა ყველაფერს: აირს თუ სითხეს და აქ...
გაჩერდა წამი.
წამი რეალობისა.
გგონიათ ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა პაკუნა ფეხსაცმელებით ბოლო კიბე ჩაიარა და უკანა გასასვლელიდან გაიპარა?
არაერთხელ მომხდარა იგივე რამ და ეს დასაწყისი კი არა, შეიძლება მწარე დასასრულიც აღმოჩენილიყო.
***
გავიდა ღრუბლებში თავმოკრული ცარიელი საათი, ცარიელი – ჩვენთვის, ის კი მთელი არსებით განცხრომაში ფრენდა, პათოსისგან უჭირდა თვალთახედვის მოკრება და ბილიკში ამოთხვრილს მთელი სხეული იისფერი ტალახით შეეთხაპნა.
საოცარია! ყოვლად გაწონასწორებული, სამაგალითო, თხუთმეტი წლის მოსწავლე თვალს ვეღარ ახელდა ეშმაკისეული სიამოვნებისგან – რა დაემართა?!
უცაბედად შეკრთა, ძალა მოიკრიბა და ფეხზე წამოდგომაც კი შეძლო. მთვრალივით ბარბაცებდა, თუმცა არ ნანობდა, რომ შოკოლადის ბაყაყის საჭმელად არ დარჩენილა ჰოგვორთსში.
ჰაერში თითი შეატოკა და მის გამომშრალ ტუჩებზე უცნაური ფრაზები წარმოისახა:
– დრაკოსაც შენნაირი თმა აქვს, ჰარის კი შენნაირი სახის ფორმა, რონის – შენნაირი გამომეტყველება. და სად გაქვს თვალები? რა ფერის გაქვს? შეიძლება ვნახო? – თქვა და ჰაერის მოლეკულებს ფერება დაუწყო.
გაგიჟდა, შეიშალაო – იფიქრებდით. და კითხვას "რა დაემართა თხუთმეტი წლის სამაგალითო მოსწავლეს" გავცემ პასუხს, რომ ანგელოზი შეიძლება ტალახში ჩაეცეს, თუ მას გრავიტაცია სიამოვნებას სთავაზობს.
ჰერმიონის თვალებში აირეკლა ქერათმიანი ბიჭის გამოსახულება, რომელსაც გამომეტყველებაც, თვალებიც, ემოციებიც, თითქოს, სახიდან წაშლოდა და ყურადღებას ჟესტებით იპყრობდა. ჰერმიონს სახეზე ხელს უსმევდა და გოგონაც აღტაცებული შესთხოვდა არსად წასულიყო, წაჰყოლოდა ჰოგვორთსში, ისე, რომ ამ ტყეში, ღამ-ღამობით აღარ ევლო მეტჯერ.
მაგრამ კრისტალები ზედმეტად იზიდავდა ჰერმიონის ყნოსვას, ამიტომ ეს არ იყო არც პირველი და არც ბოლო გასეირნება ტყეში.
რადგან ბიჭი არ იყო ნამდვილი და ის მხოლოდ ჰერმიონის ქვეცნობიერში არსებობდა, ისიც მხოლოდ ღამღამობით, როცა გოგონას ნესტოები იისფერი განცხრომისგან იფუშებოდნენ.
***
"ჰერმიონ! ჰერმიონ!" - ჰყვიროდა შეშფოთებული ჰარი.
გოგონამ ტალახისგან ავსებული თვალები გაახილა. თავზე რონი, ლუნა და ჰარი ედგნენ. არაფერი ახსოვდა, არცერთი ჩასუნთქვა, არცერთი ილუზია, არცერთი მომენტი...
რონს მთელი კალათა შოკოლადები ჩაეთქვიფა ნერვიულობისგან, პირში ჩატენილი ტკბილეულობისგან სიტყვასაც ვეღარ ძრავდა.
ლუნას სულაც არ აინტერესებდა ჰერმიონის მდგომარეობა, ათვალიერებდა არემარეს, თითქოს, სურდა რაღაც დაკარგული ეპოვნა.
"ლუნა, მოდი, მოდი! გაიღვიძა მგონი" - აღტაცებისგან შეჰყვირა ჰარიმ.
ლუნამ ჩუმად ჩანთაში მიწიდან აღებული რაღაც ქისა ჩაიდო და გოგონასკენ მშვიდად მივიდა.
"რა მოხდა, აქ რა მინდა საერთოდ?!" - იკითხა გაოცებულმა ჰერმიონმა, რომელსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ სად ჯანდაბიდან აღმოჩნდა შუაგულ ტყეში.
"რადგან გაიღვიძე, ჯობს ჰოგვორთსში დავბრუნდეთ, თორემ შეიძლება გამოგვიჭირონ" – დაბეჯითებით განაცხადა ლუნამ.
***
რამდენიმე წუთის შემდეგ ჰოგვორთსში აღმოჩნდნენ და ყველას თავი აშკარად უაზრო კითხვებით გამოეტენა.
ჰერმიონი ცდილობდა საკუთარ თავში ეპოვა პასუხი კითხვებზე, თუმცა ამაოდ, შეუძლებელი იყო...
საერთო ოთახში შეცვივდნენ, ჰერმიონი კი ეგრევე სარკეს ეცა.
გოგონა საკუთარ თავს აღარ ჰგავდა – ატალახებული, შეძრწუნებული და უსუსური გამხდარიყო.
სარკეში მომზირალი გოგონა ლუნამ დააფრთხო.
– უნდა გელაპარაკო ჰერმიონ, პირადად უნდა გელაპარაკო – ჩასჩურჩულა ლუნამ.
– ჯერ გამოვიცვლი...
– ახლავე.
და გაეცალნენ საერთო ოთახს.
***
– მხოლოდ შენ შეგწევს ძალა უშველო საკუთარ თავს, ჰერმი.
ლუნას ჰერმიონისთვის გრძელი მკლავები შემოეხვია და დამრიგებლური ტონით უხსნიდა ყველაფერს, ჰერმიონი კი გაფართოებული თვალებით შესცქეროდა, უჭირდა გაეთვიცნობიერებინა, რომ ლუნას ნათქვამი რეალობას შეესაბამებოდა.
– წესით, ვიღაც ბიჭი უნდა გელანდებოდეს, რომელიც არარეალური სიყვარულით გიყვარს, მხოლოდ მაშინ, როცა კრისტალებს ეწაფები. მანამდე, ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ჩვეულებრივი ინტერესებით. ღამ–ღამობით, ყნოსვა გიმძაფრდება, ჩქარა მიიწევ კრისტალებისკენ. თავი უნდა აკონტროლო, გესმის?
– როგორ შევძლებ, როგორ?! – თქვა კანკალით და მუხლებში თავი ჩარგო, შეშინებული იყო.
– ჰერმიონ, აკი გითხარი საკუთარ თავს შენით უნდა უშველო–მეთქი? უნდა აკონტროლო საკუთარი თავი! დაიმახსოვრე: სანამ კრისტალებს დაეწაფებოდე ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, გაიგე? ვიცი, ძალიან გინდა, ძალიან გინდა, რომ მთელი ღამე ილუზიებში გაატარო, მაგრამ თავი უნდა მოთოკო!

No comments:
Post a Comment